პლანეტები
•ტერმინი პლანეტა უძველესია, რომელიც ისტორიას, მეცნიერებას, მითოლოგიასა და რელიგიას უკავშირდება. თავდაპირველად პლანეტებს მრავალი ადრეული კულტურა ხედავდა, როგორც ღვთისმეტყველს ან ღვთაებების ემისარიებს. სამეცნიერო ცოდნის გაუმჯობესებასთან ერთად ადამიანის მიერ პლანეტების აღქმა შეიცვალა და გარკვეული რაოდეონობის განსხვავებულ ობიექტებს შეუერთეს. 2006 წელს საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა ოფიციალურად მიიღო რეზოლუცია მზის სისტემაში არსებული პლანეტების განმარტებაზე. ეს განმარტება საკამათოა, რადგან ის გამორიცხავს პლანეტური მასის მრავალ ობიექტს, რომელიც დაფუძნებულია იმაზე, თუ სად ან რის გარშემო ბრუნავს იგი. მიუხედავად იმისა, რომ 8 პლანეტა აღმოაჩინეს 1950 წლამდე, დარჩენილი „პლანეტები“ თანამედროვე განმარტებით, ზოგი ციური სხეული, როგორიცაა ცერერა, პალასი, იუნონა, ვესტა და პლუტონი , რომლებიც ოდესღაც პლანეტებად იყო მიჩნეული სამეცნიერო საზოგადოებაში, ძველებურად აღარ აღიქვამენ.
ჩვენ ვიცით, რომ პლანეტები დედამიწის ირგვლივ ეპიციკლური მოძრაობით ბრუნავს, თუმცა მე-17 საუკუნემდე არავინ უჭერდა მხარს და მხოლოდ მაშინ აღიარეს, როცა გალილეო გალილეიმ პირველად ასტრონომიული დაკვირვებები ჩაატარა და ამის მტკიცებულება მოძებნა. დაკვირვებათა მონაცემების ფრთხილი ანალიზით იოჰანეს კეპლერმა დაამტკიცა, რომ პლანეტების ორბიტები არა წრიული, არამედ ელიფსური იყო. ტელესკოპების განვითარებასთან ერთად ასტრონომებმა დაინახეს, რომ, დედამიწის მსგავსად,სხვა პლანეტები დახრილი ღერძების ირგვლივ ბრუნავდა, ზოგს კი აღმოაჩნდა ისეთი ნიშან-თვისებები, როგორიცაა ყინულის ქუდები და სეზონები. კოსმოსური ხანის დასაწყისიდან მოყოლებული კოსმოსური ზონდების მიერ ახლო დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დედამიწასა და სხვა პლანეტებს ისეთი საერთო მახასიათებლები აქვს, როგორიცაა ვულკანიზმი, ქარიშხლები, ტექნონიკა და ჰიდროლოგიაც კი.
პლანეტები:
href="https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98" style="background: none; color: #0b0080; text-decoration-line: none;" title="იუპიტერი">იუპიტერისა და სატურნისგანგანსხვავებულია, ამიტომაც ასტრონომები ურანსა და ნეპტუნს განცალკევებულ კატეგორიაში — „ყინულის გიგანტებში“მოიხსენიებენ. მიუხედავად იმისა, რომ ურანის ატმოსფერო წყალბადისა და ჰელიუმის ძირითადი შედგენილობით სატურნსა და იუპიტერს წააგავს, ის შეიცავს უფრო მეტ „ყინულს“, როგორებიცაა ამიაკი და მეთანი, სხვა ჰიდროკარბონებთან ერთად.[6] მისი ატმოსფერო ყველაზე ცივია მზის სისტემაში ტემპერატურით −224,2 °C. ურანის ატმოსფეროს რთულ ფენებიანი ღრუბლის სტრუქტურა აქვს და მეცნიერთა ვარაუდით, მის ძირეულ ღრუბლებში წყალია, ხოლო ყველაზე მაღალ ღრუბლებში — მეთანი.[6] ამის საპირისპიროდ, ურანის შიდა ნაწილები ძირითადად გაჯერებულია ყინულითა და ქვით.[7]
ჩვენ ვიცით, რომ პლანეტები დედამიწის ირგვლივ ეპიციკლური მოძრაობით ბრუნავს, თუმცა მე-17 საუკუნემდე არავინ უჭერდა მხარს და მხოლოდ მაშინ აღიარეს, როცა გალილეო გალილეიმ პირველად ასტრონომიული დაკვირვებები ჩაატარა და ამის მტკიცებულება მოძებნა. დაკვირვებათა მონაცემების ფრთხილი ანალიზით იოჰანეს კეპლერმა დაამტკიცა, რომ პლანეტების ორბიტები არა წრიული, არამედ ელიფსური იყო. ტელესკოპების განვითარებასთან ერთად ასტრონომებმა დაინახეს, რომ, დედამიწის მსგავსად,სხვა პლანეტები დახრილი ღერძების ირგვლივ ბრუნავდა, ზოგს კი აღმოაჩნდა ისეთი ნიშან-თვისებები, როგორიცაა ყინულის ქუდები და სეზონები. კოსმოსური ხანის დასაწყისიდან მოყოლებული კოსმოსური ზონდების მიერ ახლო დაკვირვებებმა ცხადყო, რომ დედამიწასა და სხვა პლანეტებს ისეთი საერთო მახასიათებლები აქვს, როგორიცაა ვულკანიზმი, ქარიშხლები, ტექნონიკა და ჰიდროლოგიაც კი.
პლანეტები:
1.მერკური ყველაზე ახლოს მდებარეობს მზესთან და მზის სისტემის რიგით მეორე ყველაზე მცირე პლანეტაა. მერკურის ყველზე დიდი კუთხური დაშორება მზისგან მხოლოდ 28.3°-ია და მისი დანახვა მხოლოდ გარიჟრაჟზე ან შებინდებისას შეიძლება. პლანეტა შედარებიც მცირედაა შესწვლილი: ერთადერთი კოსმოსური ხომალდი, რომელმაც მერკურს მიაღწია იყო ’’მარინერ 10’’ (1974-75), რომელმაც პლანეტის ზედაპირის მხოლოდ 45%-ის დაფიქსირება შეძლო.
მერკურის ზედაპირი დიდი და პატარა კრატერებითაა დაფარული, რომლებიც მასზე მეტეორების დაცემის შედეგია. მერკურზე არის ღრმული, რომლის დიამეტრი 1300 კმ-ია, იგი დაახლოებით 100 კმ დიამეტრის ქვის ლოდის დაცემით უნდა იყოს წარმოშობილი. დაცემის ძალის სიძლიერის გამო მის ირგვლივ მთები წარმოიქმნა.
მერკური მზის ირგვლივ მოძრაობს სიჩქარით, რომლის მოდული 50 კმ/წმ-ია. მისი მაგნიტური ველი 100-ჯეტ სუსტია დედამიწისაზე
ფიზიკურად მერკური ემსგავსება მთვარეს, ვინაიდან მისი ზედაპირიც კრატერებითაა დაფარული. მას არა ჰყავს ბუნებრივი სატელიტები და საკუთარი ატმოსფერო. პლანეტას მასშტაბური რკინის გული აქვს, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის (დედამიწის ველის დაახ. 1%). მერკურის ზედაპირის ტემპერატურა მერყეობს 90-700 K შორის - სუბსოლარული წერტილები ყველაზე ცხელია და კრატერთა ძირები მის პოლუსებთან კი ყველაზე ცივი.
რომაელებმა პლანეტას სწრაფმავალი მაცნე ღმერთი მერკურის სახელი შეარქვეს, შესაძლოა მისი სწრაფი მოძრაობის გამო გარიჟრაჟის ცაზე. მერკურის ასტრონომიული სიმბოლოა ☿. ძვ.წ. მე-5 საუკუნემდე ბერძენი ასტრონომები თვლიდნენ, რომ პლანეტა ორი სხვადასხვა ობიექტი იყო. ჩინური, კორეული, იაპონური და ვიეტნამური კულტურები პლანეტას წყლის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (水星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.
2.მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი[4]) — მეოთხე პლანეტა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.
პრეფიქსი არეო- მიუთითებს მარსზე ისევე როგორც გეო- მიუთითებს დედამიწაზე, მაგალითად, არეოლოგია/გეოლოგია. არეოლოგია ასევე მიუთითებს მარსის ერთიანად და არა მხოლოდ პლანეტის გეოლოგიური პროცესების შესწავლაზე.
მარსის ასტრონომიული სიმბოლოა ♂, რომელიც ანტიკური ღმერთი მარსის შუბისა და ფარის სიმბოლოა.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ როგორც ცეცხლოვან ვარსკვლავს (火星), ძველი ჩინური ხუთი ელემენტის მითოლოგიურ ციკლზე დაყრდნობით.
პლანეტაზე თვეების განმავლობაში ქარიშხლები მძვინვარებს. პლანეტის ფერი მოწითალო, სისხლისფერია. ეს ფერი ძველ ბერძენთა და რომაელთა წარმოდგენაში ომთან და სისხლის ღვრასთან ასოცირდებოდა. სწორედ ამიტომ, ბერძნები და რომაელები ამ პლანეტას ომის ღმერთთან აიგივებდნენ. მარსზე დაშვების პირველი წარმატებული მისია, 1965 წელს მარინერ 4-მა განახორციელა, რომელიც 1964 წელს გაუშვეს დედამიწიდან.
პლანეტაზე არის წარმონაქმნები, რომლებიც მდინარის ამომშრალ კალაპოტს გვაგონებენ. ამ კალაპოტებში წყალი არ არის. პლანეტის ზედაპირზე უამრავი ჩამქრალი ვულკანის კერა და მეტეორიტული კრატერებიც შეინიშნება. მთა ოლიმპი, რომელიც მარსზე მდებარეობს, ყველაზე მაღალი მთაა მზის სისტემაში - მისი სიმაღლე თითქმის 28 ათასი მეტრი, ანუ 28 კილომეტრია.
დღე ღამის ხანგრძლივობა „წითელ პლანეტაზე“ თითქმის ისეთივეა, როგორც დედამიწაზე - 24 საათი და 39 წუთი. ყოველ 2 წელწადსა 50 დღეში ხდება ისე, რომ მარსსა და დედამიწას შორის მანძილი 78 მილიონი კილომეტრია. თუმცა 15 ან 17 წელწადში ხდება ისეც, რომ ეს მანძილი 56 მილიონ კმ-მდე მცირდება.
2003 წლის 27 აგვისტოს, საქართველოს დროით შუაღამისას, მარსი ბოლო 60 000 წლის მანძილზე დედამიწას ყველაზე მეტად მიუახლოვდა: 55 758 006 კმ (0.372719 ა.ე.).
იქაურ ზამთარში ტემპერატურა -130 °C -მდე ეცემა პოლუსებზე, ზაფხულში 0 °C-დან 30 °C-მდე მერყეობს ეკვატორზე.
2020 წლისთვის ამერიკელებს დაგეგმილი აქვთ ექსპედიცია, რომლის დროსაც პირველი ადამიანი დაეშვება მარსზე.
3.იუპიტერი სიკაშკაშით მეოთხე სხეულია ცაზე (მზის, მთვარისა და ვენერის შემდეგ), თუმცა შიგადაშიგ მარსი იუპიტერზე უფრო მკვეთრად ჩანს. იუპიტერი მზის სისტემის უდიდესი პლანეტაა. მისი ეკვატორული დიამეტრი 142 900 კმ–ია, პოლარული დიამეტრი 133 700 კმ-ია, რაც დაახლოებით 11.2–ჯერ აღემატება დედამიწის ანალოგიურ მაჩვენებლებს. მასით ის 2.5-ჯერ აღემატება მზის სიტემის ყველა დანარჩენ პლანეტათა მასათა ჯამს. ის იმდენად მასიურია, რომ მისი ბარიცენტრი მზესთან მიმართებაში ფაქტობრივად მზის ზედაპირის გარეთ მდებარეობს (1.068 მზიური რადია მზის ცენტრიდან). ის 318-ჯერ მასიურია დედამიწაზე და მისი დიამეტრი დედამიწისას 11-ჯერ, ხოლო მოცულობა 1321-ჯერ აღემატება. ბუნებრივად, იუპიტერის გრავიტაციული ზეგავლენა დომინირებს მზის სისტემის ევოლუციაზე: პლანეტათა უმრავლესობის ორბიტები უფრო ახლოსაა იუპიტერის ორბიტალურ სიბრტყესთან, ვიდრე მზის ეკვატორიალურ სიბრტყესთან. ასევე მცირე პერიოდის კომეტათა უმრავლესობა იუპიტერის ოჯახს ეკუთვნის (შედეგი იუპიტერის მასისა და ფარდობითი სიჩქარისა) და მასვე აკავშირებენ შიდა მზის სისტემის ისტორიის გვიანდელ მძიმე ბომბარდირებასთან. ზოგიერთი მკვლევარის თქმით, იუპიტერის მზის სისტემის მტვერსასრუტია, მისი უზომო გრავიტაციული მიზიდულობის გამო. მისი 63 თანამგზავრიდან ყველაზე დიდია განიმედე.
4.ვენერა (ძვ. ქართული სახელწოდება ასპიროზი[5], მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) — მეორე პლანეტაა მზიდანდა მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.
ვენერას ზედსართავი სახელი "ვენერიულია", თუმცა მისი ამგვარი ფორმით გამოყენებისგან თავს იკავებენ, ამ სიტყვის თანამედროვე ტერმინოლოგიაში სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებთან ასოციაციის გამო. ამის ნაცვლად ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაშიაფროდიტეს ალტერნატიული სახელი.
ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვიეტნამურ კულტურებში პლანეტას მოიხსენიებენ ლითონის ვარსკვლავად (金星), ხუთ ელემენტზე დაყრდნობით.
ვენერა დედამიწას ყველა სხვა პლანეტაზე მეტად უახლოვდება ხოლმე. ეძახიან ”მწუხრის ვარსკვლავსაც”” და ”ცისკრის ვარსკვლავსაც””, რადგან მისი დანახვა ხან დაისის შემდეგ შეიძლება, ხან განთიადის წინ. იგი იმდენად ნათელი და კაშკაშაა, ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი (ამო, ”მფრინავი თეფში”) ჰგონიათ. ვენერას თეთრი ღრუბლების სქელი ფენა ფარავს. ზედაპირზე ტემპერატურა 470 ºC-ს აღწევს. მასზე ნაკლებადაა კოსმოსური სხეულის ნაკვალევი - კრატერები, რადგან კოსმოსური სხეულები უმეტესწილად ვენერას ატმოსფეროში შეჭრისთანახე იწვის მისი დიდი სიმკვრივის გამო. ზედაპირი დაფარულია ”ბებერი” ვულკანებითა და ლავით.
ვენერას წელიწადი დედამიწის 7,5 თვის ტოლია. იგი თავისი ღერძის გარშემო პლანეტების უმეტესობასთან შედარებით პირუკუ ტრიალებს. მეცნიერები ამ მოვლენის მიზეზს დამაჯერებლად ვერ ხსნიან. ვენერას ღერძული ბრუნვა რეკორდულად ნელია - მისი პერიოდი დედამიწის 243 დღე-ღამეს უდრის. მზის ირგვლივ ორბიტაზე 35 020 მ/წმ სიჩქარით მოძრაობს. მისი დიამეტრი 12 104 კმ-ია. მზის ირგვლივ ერთ ბრუნს ასრულებს 7 თვესა და 12 დღეში. აფელიუმში მზიდან 108 942 109 კმ-ით (0.728 231 28 ა.ე.) არის დაშორებული, პერიფელიუმში 107 476 259 კმ-ია (0.718 432 70), საშუალო მანძილი არის 108 208 930 კმ (0.723 332). ვენრას ორბიტა თითქმის წრეა, ექსცენტრისიტეტი 0.0068 უდრის.
მეცნიერები ვენერას დღესაც დიდი გულისყურით სწავლობენ. მის ზედაპირს სხვადასხვა დროს რამდენიმე კოსმოსური ავტომატური სადგური მიუახლოვდა. მათ დედამიწაზე პლანეტის შესახებ ინფორმაციები გადმოსცეს. პლანეტის სიმხურვალის გამო ეს სადგური მალე დაიწვა. ვენერას ატმოსფეროს ტემპერატურა 462 °C (735 °K). წნევა 93 ატმოსფერო (9,3 მპა). ატმოსფერო ძირითადად გოგირდმჟავის ორთქლისაგან შედგება. მის ზედაპირზე განუწყვეტლივ ქრის ქარი, რომლის სიჩქარე მერყეობს 270-დან 350 კილომეტრამდე საათში.
5.ნეპტუნი — სიშორით მერვე პლანეტა მზიდან და ყველაზე შორეული გაზის გიგანტი ჩვენს მზის სისტემაში. ნეპტუნის ორბიტის ექსცენტრისიტეტის კოეფიციენტი 0.011214269 უდრის. მიუხედავად იმისა, რომ გაზის გიგანტთა შორის ყველაზე მცირეა, ნეპტუნი ურანზე უფრო მასიურია. მისი მასა დედამიწის 17 მასის ტოლია. ნეპტუნის ზედაპირის მინიმალური ტემპერატურა -218 °C (55 °K). ხოლო მაქსიმალური -196 °C (77 °K). მძლავრი გრავიტაციული ველის გამო მისმა შემადგენელმა გაზმა მაღალი სიმჭიდროვის კომპრესია განიცადა. ვარაუდობენ რომ მის ცენტრში ტემპერატურა 5000 °C. (5273 °K). ნეპტუნი სიდიდით მესამე პლანეტაა (დიამეტრით მეოთხე)
ნეპტუნის ატმოსფერო შედგება 90 % წყალბადისგან, 19 % ჰელიუმისგან და 1 % სხვა აირებისგან. მისი ეკვატორული დიამეტრი 49 500 კმ-ია, ხოლო პოლარული დიამეტრი 48 700 კმ. ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 5430 მ/წმ, ხოლო მზის ირგვლივ ერთ ბრუნს 164 წელს 9 თვეს და 15 დღეს ანდომებს. თავისი ღერძის გარშემო ბრუნვის პერიოდია: 16 სთ 6 წთ 36 წმ. აფელიუმში მანძილი 4 553 946 490 კმ-ს (30.44125206 ა. ე.) უდრის, პერიფელიუმში 4 452 940 833 კმ-ს (29.76607095 ა. ე.). საშუალო მანძილი 4 503 443 661 კმ-ია (30.10366151 ა. ე.).
ბოლო დროს ოდნავ შესამჩნევი რუხი რგოლები იქნა შენიშნული ამ ლურჯი პლანეტის ირგვლივ, თუმცა ისინი სატურნისაზე ნაკლებად მასიურია. მათი აღმოჩენისას მიიჩნევდნენ, რომ ეს რგოლები არასრული იყო, მაგრამ ’’ვოიაჯერ-2’’-მა ეს ჰიპოთეზა უარყო. ნეპტუნს ასევე ახასიათებს 2.100 კმ/სთ სიჩქარის წყალბადის, ჰელიუმისა და მეთანის ქარები, რაც მას ლურჯ შეფერილობას აძლევს. ნეპტუნს 13 თანამგზავრი ჰყავს.მისი უდიდესი თანამგზავრი ტრიტონი გამოირჩევა რეტროგრადული ორბიტით, ექსტრემალურად ცივია -235 °C (38 °K) და მას ექსტემალურად შეკუმშული (14 მიკრობარი) ნიგროგენ/მეთანის ატმოსფერო აქვს.
პლანეტას რომაული ღმერთი ნეპტუნის სახელი ჰქვია მისი ლურჯი მეთანის ღრუბლების გამო. მისი ასტრონომიული სიმბოლო ღმერთის სამკაპის ნიშნის სტილიზებული ვერსიაა (♆).
პლანეტა აღმოჩენილ იქნა 1846 წლის 23 სექტემბერს და დღემდე მას მხოლოდ ერთი ხომალდი ვოიაჯერ 2 ეწვია, რომელმაც მის გასწვრივ 1989 წლის 25 აგვისტოს ჩაიფრინა
.
6.დედამიწა — მზის სისტემის მზიდან მესამე პლანეტა. იგი უდიდესია დედამიწის ტიპის პლანეტებს შორის და სამყაროში ცნობილი ერთადერთი ადგილია, რომელიც დასახლებულია ცოცხალი არსებებით. იგი დაახლოებით 4,5 მილიარდი წლის წინ წარმოიქმნა და მალევე შეიძინა თავისი ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრი მთვარე. აგრეთვე დღემდე აღმოჩენილია რამდენიმე კვაზითანამგზავრი. დედამიწაზე ცხოვრობს გონიერი არსება — ადამიანი. 2011 წლის ბოლო მონაცემებით დედამიწაზე თითქმის 7 მილიარდი ადამიანი ცხოვრობს.
7.სატურნი (ძვ. ქართული სახელწოდება კრონოსი ან ზუალი[7]) — სიშორით მეექვსე პლანეტაა მზიდან. ეს გაზის გიგანტი სიდიდით მეორე პლანეტაა მზის სისტემაში იუპიტერის შემდეგ. პლანეტას რომაული ღმერთი სატურნის სახელი ჰქვია. მისი სიმბოლოა ღმერთის კვერთხის სტილიზებული რეპრეზენტაცია - ♄. ჩინურ, კორეულ, იაპონურ და ვეიტნამურ კულტურებში პლანეტას მიწის ვარსკვლავად მოიხსენიებენ (土星), ხუთი ელემენტის ციკლის მიხედვით. სატურნს ადრე სანამ ტელესკოპს გამოიგონებდნენ ყურებიან პლანეტას ეძახდნენ, რადგან შორიდან მისი რგოლები ყურებს გავდა.
სატურნის პირველი ფოტოსურათი პიონერ 11 -მა 1979 წლის სექტემბერში გადაიღო 20 000 კმ-ის მანძილიდან. მაშინ აგრეთვე მისი რამდენიმე თანამგზავრი აღმოაჩინა და სურათები გადაუღო. სატურნს 62 თანამგზავრი ჰყავს, მათ შორის ყველაზე დიდია ტიტანი. სატურნის ატმოსფეროს 96,3 % წყალბადისგან შედგება, 3,25 % ჰელიუმისგან, დანარჩენი 0,45 % სხვა აირებია.
სატურნი აფელიუმში მზიდან 1 513 325 783 კმ-ზე (10.11595804 ა.ე.) იმყოფება, ხოლო პერიფელიუმში 1 353 572 956 კმ (9.04807635 ა.ე.). მზიდან საშუალო დაშორების მანძილია 1 433 449 370 კმ (9.58201720 ა. ე.). სიდერული ბრუნვის პერიოდია 10 სთ 34 წთ. ორბიტაზე მოძრაობის სიდერული პერიოდია 29 წელი 5 თვე 15 დღე. ორბიტის ექსცენტრისიტეტია 0.055723219. მისი ეკვატორული დიამეტრია 120 540 კმ, ხოლო პოლარული დიამეტრი 108 730 კმ. მზის ირგვლივ ორბიტაზე მოძრაობის სიჩქარეა 9690 მ/წმ. მისი მასა 95 დედამიწის მასის ტოლია. გარე ღრუბლების ფენის მაქსიმალური ტემპერატურაა -139 °C (134 °K), მინიმალური -190 °C (83 °K).
სატურნს ირგვლივ მკვეთრად შესამჩნევი რგოლები აკრავს, რომლის 93 % ყინულის ნაწილაკებისგან და 7 % ქვიანი მასისა და მტვრისგან შედგება. რგოლების სისქეა დაახლოებით 20 მ. ყველაზე ახლო რგოლი სატურნის ეკვატორის ზედაპირიდან 6630 კმ-ზეა, ყველაზე შორი 120 700 კმ-ზე. ამ რგოლების შესახებ 2 თეორია არსებობს. პირველი თეორია იმაში მდგომარეობს, რომ ეს რგოლები სატურნის რომელიღაც დაშლილი თანამგზავრის ნაწილებია, ხოლო მე 2 თეორიის მიედვით, მილიარდობით წლის წინ მზის სისტემის ამ ადგლზე სატურნი სწორედ ამ მტვრის ნაწილაკების შეერთებით წარმოიქმნა.
8.ურანი — მზიდან მეშვიდე პლანეტა დაშორების მიხედვით. ის რადიუსით მესამე, ხოლო მასით მეოთხეა მზის სისტემაში. ურანის შედგენილობა ნეპტუნისას ჰგავს, ხოლო ეს ორი პლანეტა გაზური გიგანტებისგან,
ურანი ერთადერთი პლანეტაა, რომლის სახელიც ბერძნული მითოლოოგიდან მოდის და არა რომაულიდან, განსხვავებით სხვა პლანეტებისა. მას ცის ბერძენი ღმერთის ლათინური ვერსიის, ურანის (Ouranos) სახელი ჰქვია. სხვა გიგანტი პლანეტების მსგავსად, ურანსაც აქვს რგოლების სისტემა, მაგნიტოსფერო და რამდენიმე თანამგზავრი. ურანისეულ სისტემას ამ პლანეტათა შორის უნიკალური კონფიგურაცია აქვს, რადგან მისი ბრუნვის ღერძი თითქმის „მხარზეა წამოწოლილი“. აქედან გამომდინარე, მისი ჩრდილოეთ და სამხრეთ პოლუსები იქ არის, სადაც სხვა პლანეტების ეკვატორები.[8] 1986 წელს „ვოიაჯერ 1-ის“ მიერ გადაღებულ სურათებზე ხილულ სინათლეში ურანი თითქმის ნიშან-თვისებების გარეშე გამოჩნდა — ღრუბლების ჯგუფებისა და შტორმების გარეშე, რომლებიც სხვა გიგანტ პლანეტებთან ასოცირდება.[8] დამკვირვებლებმა დედამიწიდან შენიშნეს სეზონური ცვლილების ნიშნები და ამინდის გაზრდილი აქტიურობა, როდესაც ურანმა ბუნიაობას მიაღწია. ურანზე ქარები 250 მ/წმ სიჩქარით ქრის.[9]
მიუხედავად იმისა, რომ ის ხუთი კლასიკური პლანეტის მსგავსად შეუიარაღებელი თვალით ჩანს, უძველესი დამკვირვებლები პლანეტად არასოდეს აღიქვამდნენ მისი სიმკრთალისა და ნელი ორბიტის გამო.[10] 1781 წლის 13 მარტს სერ უილიამ ჰერშელმა ურანის აღმოჩენა გამოაცხადა და პირველად ისტორიაში მზის სისტემის საზღვრები გააფართოვა. ურანი ასევე პირველი პლანეტა იყო, რომელიც ტელესკოპით იქნა აღმოჩენილი.
აღმოჩენა
ურანი ხშირად შეინიშნებოდა, სანამ მას პლანეტად აღიქვამდნენ, მაგრამ უმეტესად იგი ვარსკვლავში ეშლებოდათ. სავარაუდოდ, ყველაზე ადრეული დაკვირვება ჰიპარქეს ეკუთვნის, რომელმაც ძვ.წ. 128 წელს შესაძლოა ეს პლანეტავარსკვლავად შეიტანა თავის კატალოგში, რომელიც მოგვიანებით პტოლემეს ალმაგესტს შეუერთდა.[11] უეჭველი ყველაზე ადრეული შემჩნევა კი 1690 წელს მოხდა, როდესაც ჯონ ფლემსტიდმა ის სულ ცოტა 6-ჯერ მაინც დაინახა და ის კატალოგში შეიტანა, როგორც 34 Tauri. ფრანგმა ასტრონომმა პიერ ლემონიემ ურანი სულ ცოტა 12-ჯერ დააფიქსირა 1750-სა და 1769 წლებს შორის.[12]
სერ უილიამ ჰერშელმა ურანი დააფიქსირა 1781 წლის 13 მარტს თავისი სახლის ბაღში, რომელიც ნიუ კინგ სტრიტის 19 ნომერში იყო (ბათი, სომერსეტი, ინგლისი (ახლა ჰერშელის ასტრონომიული მუზეუმი)),[13] მაგრამ თავიდან ის „კომეტად“ გამოაცხადა.[14] ჰერშელი „დაკავებული იყო უძრავი ვარსკვლავების პარალაქსის დაკვირვებების სერიით“[15] მის მიერ შექმნილი ტელესკოპითვე.
მან თავის ჟურნალში ჩაწერა: „ζ Tauri-სთან ახლოს მდებარე კვარტილში ნისლეულისებრი ვარსკვლავი ან კომეტა“.[16] 17 მარტს, მან შენიშნა: „მე ვეძებდი კომეტას ან ნისლეულისებრ ვარსკვლავს და აღმოჩნდა, რომ იგი კომეტაა, რადგან მან შეიცვალა ადგილი“.[17] როდესაც მან თავისი აღმოჩენა სამეფო საზოგადოებას წარუდგინა, გააგრძელა იმის მტკიცება, რომ მან კომეტა აღმოაჩინა, მაგრამ უყოყმანოდ შეადარა იგი პლანეტას:[18]
შავი ხვრელი — არე სივრცეში, რომელშიც გრავიტაციული ველი იმდენად ძლიერია, რომ არაფერს, სინათლესაც კი, არ ძალუძს მისი მიზიდულობისგან თავის დაღწევა მისი მოქმედების არეალში მოხვედრისას. შავი ხვრელი სავარაუდოდ წარმოიქმნება მაშინ, როდესაც გიგანტური ვარსკვლავი ამოწურავს მთელ თავის ენერგიას და კვდომას იწყებს.
ყველაზე გავრცელებული ჰიპოთეზის თანახმად, იგი საკუთარი მიზიდულობის ძალის ზემოქმედებით იწყებს შეკუმშვას და როდესაც მიაღწევს შეკუმშვის პიკს, ხდება რაღაც აფეთქებისმაგვარი მოვლენა, რის შემდეგაც ეს ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო მისი გრავიტაცია იმ ზომამდე გაიზრდება, რომ იგი დაიწყებს ყველაფრის შესრუტვას — სინათლის ჩათვლით. სწორედ ამ თვისებიდან გამომდინარეობს ამ ობიექტის სახელი — „შავი ხვრელი“, ანუ სხეული, რომელსაც სინათლეც კი ვერ უსხლტება და უხილავი ხდება.
არსებობს მრავალი კოსმოსური ობიექტი, რომლის დანახვაც ადამიანის თვალით შეიძლება — ვარსკვლავები, ნისლეულები, პლანეტები. მაგრამ სამყაროს უმეტესი ნაწილი უხილავია, მათ შორის უხილავია „შავი ხვრელებიც“.
თავად ტერმინი „შავი ხვრელი“ პირველად ამერიკელმა ფიზიკოსმა ჯონ უილერმა 1967 წელს, ნიუ-იორკში, კოლუმბიის უნივერსიტეტში გამოსვლის დროს გამოიყენა[1].
mn მინდა მადლობა გადაგიხადოთ სასწრაფო სამედიცინო ექიმი დოქტორი კოლინზ რაფაელის მიერ, რომელმაც ჩემი ოჯახი და მე ვამაყობ ნდობას და სასწრაფოდ, მან შეიძინა ერთი თირკმელი მისი პაციენტისთვის, რომელიც გასაყიდი ფულით დოლარში, მე მოვიდა მასშტაბით მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი ინტერნეტში, როგორც მიშელსა და ლოპეს მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ მიშელსა და ლოპეს, მადლობა გადაუხადა მას და უთხრა მსოფლიოს, თუ როგორ მოვიდა მათი გადარჩენა ფინანსურად, თირკმლების გარეშე სტრესის გარეშე. მე მქონდა ყველა საჭიროება, რომელიც საჭირო იყო დოქტორის მიერ ერთი კვირის განმავლობაში, მე ყველა მოთხოვნას შევხვდი და ჩემი ნახევარი ფული სიზმარსავით იყო, როდესაც გადიოდა ჩემი საბანკო ანგარიშზე ტრანსპლანტაციის წინ, მე მოვუწოდებ თქვენთან დაკავშირებას Dr.Collins- ის საშუალებით; doctorcollins3@gmail.com თქვენი ფინანსური awesomeness რომ მოვა მეშვეობით ჩემი ნახე რამდენიმე თვის წინ. მე დავპირდი, რომ ეს გავაკეთო, როდესაც მე საბოლოოდ მასშტაბით მეშვეობით. doctorcollins3@gmail.com მე ვარ მღვიმე მონღოლეთში
ReplyDeleteროგორ მივიღო გადაუდებელი ცარიელი ატმის ბარათი .... წლების განმავლობაში მე ძალიან ცუდი, იმედგაცრუებული და გული გატეხილი.
ReplyDeleteმე დავკარგე ჩემი სამსახური და ვერავინ მზადაა დაეხმაროს ჩემთვის, მაგრამ ასე გამიმართლა ჩემთვის ცარიელი ATM ბარათი პროფესიონალი ჰაკერიდან, ვფიქრობდი, რომ ეს ბარათი სხვათა მსგავსად მუშაობდა, მაგრამ მე უბრალოდ მივეცი მას და მაგარი მაგარი, და მე შეძლებს საკმარისი თანხის გამოტანა ამ ცარიელი ბანკომატით ბარათის გარეშე.
მე ვარ ასე დალოცა ამ ბარათის ჩემთან ერთად, მე ყოველთვის გამოვყავით და ახლა მდიდარი ვარ.
თუ გჭირდებათ ნამდვილი ცარიელი ATM ბარათი, რათა დაგეხმაროთ თქვენს შემოსავლის პრობლემას, დაუკავშირდით ამ კარგ ჰაკერს ელ-ფოსტით rickatmcardoffer@gmail.com ან whataspp_number +2348108439977
მაშინ ისიამოვნებ იმას, რაც ახლა მაქვს.
ღმერთო სიცოცხლე.